ჯენიფერ ლოურენსი DIOR - ის ახალი არომატის სახე გახდება

22/06/2018
პირველად 19 წლის შემდეგ, ბრენდი ახალ სუნამოს უშვებს, კომპანიის ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება.

 
ცოტა ხსნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი Dior - ის ახალი პარფიუმის სახე გახდება.  სუნამოს დასახელება ჯერჯერობით უცნობია.
 

როგორც Dior - ის მთავარმა პარფიუმერმა ფრანსუა დემაშმა განაცხადა, წინ გველის „უპრეცენდენტო არომატი“, რომელიც დიორის პარფიუმის სახლის ახალ ეპოქას ჩაუყრის საძირკველს.


მიუხედავად დიდი მითქმა-მოთქმისა, „ბიუთი სამყაროში“ ეს ამბავი სიურპრიზი სულაც არ გამოდგა, მსახიობი უკვე 6 წელია რაც ბრენდთან თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში ის გახდა ბრენდის ამბასადორი და რამდენიმე სარეკლამო რგოლშიც მოასწრო გადაღება.
 
ბოლო ფილმები ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით არის თრილერი - „დედა“ და „წითელი ბეღურა“. 2019 წელს მსახიობი კიდევ 2 ფილმში მიიღებს მონაწილეობას: „მუქი ფენიქსი“ და  „ვარდების პროექტი“ .

კვირის ფასდაკლებები