უფასო მიტანა თბილისში, შეკვეთიდან მეორე დღეს

ლამაზი და უსაფრთხო რუჯი, დამწვრობების გარეშე

20/06/2018
რუჯი ყველა სეზონზე ლამაზია, მაგრამ ზაფხულს ის განსაკუთრებით უხდება. სამწუხაროდ რუჯის მიღების პროცესს ხშირ შემთხვევაში თან რიგი უსიამოვნებები ახლავს და თუ სწორად შერჩეული საშუალებები არ გამოვიყენეთ, შეიძლება სერიოზული დამწვრობები მივიღოთ.
 
თუ მზა კოსმეტიკურ საშუალებებს არ ენდობით და გსურთ გარანტირებულად დაიცვათ თავი მზის ულტრიისფერი გამოსხივებისაგან, კომპანია "არომატიკა" გთავაზობთ თვითონ დაამზადოთ მზისგან დამცავი და გასარუჯი ნატურალური საშუალებები.

საფუძველს წარმოადგენს ნატურალური კოსმეტიკური ზეთები, ხოლო დანამატებს აქროლადი ეთერზეთები. ნატურალური ზეთების უმრავლესობა ხელს უწყობს ნამზეურის მიღებას ისე, რომ თავიდან აცილებულ იქნეს მზისგან მიღებული დამწვრობა, რადგან შეიცავენ SPF - ფილტრებს და ატენიანებენ კანს.


როგორ მოვამზადოთ ნატურალური საშუალებები რუჯის მისაღებად?

რეცეპტი #1

აურიეთ საბაზისო ზეთები შემდეგი პროპორციით: ქოქოსის ზეთი - 70%, სეზამის (კუნჯუტის) ზეთი - 20%, შის (კარიტეს) ზეთი - 10% და დაამატეთ ილანგ-ილანგის ეთერზეთი 5 წვეთი.

რეცეპტი #2

შეურიეთ ნებისმიერი საბაზისო ზეთი 100 მლ და 30 წვეთი სტაფილოს ეთერზეთი.

რეცეპტი #3

შეურიეთ ერთმანეთს ქოქოსის ზეთი - 40%, შის (კარიტეს) ზეთი - 40%, ჟოჟობას ზეთი - 20% და დაამატეთ ლავანდის ეთერზეთი 5 წვეთი.



როგორ მოვამზადოთ ბალზამი რუჯის მიღების შემდგომ წასასმელად?

რეცეპტი #1

შეურიეთ სბაზისო ზეთები შემდეგი პროპორციით: ატმის ზეთი - 80%, ხორბლის ჩითილის ზეთი - 10% ჟოჟობას ზეთი - 10% და დაამატეთ პიტნის ეთერზეთი 4 წვეთი.

რეცეპტი #2

რომელიმე საბაზისო ზეთს დაამატეთ 2-3 მლ ქაცვის ზეთი. ასეთი ნარევი არბილებს კანს და ქაცვი ანიჭებს ოქროფერ ელფერს.

რეცეპტი #3

შეურიეთ სბაზისო ზეთები შემდეგი პროპორციით: ატმის ზეთი - 40%, ხორბლის ჩითილის ზეთი - 30% ავოკადოს ზეთი - 30% და დაამატეთ ქაცვის ზეთი 3-5 წვეთი.

გაიზიარეთ ეს პოსტი და შეინახეთ თქვენს კედელზე, ის აუცილებლად გამოგადგებათ ამ ზაფხულს.