როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ 2018 - 2019 წლის ბანკეტისთვის? ფოტო იდეები

20/05/2018
ლამაზად და გემოვნებიანად შესრულებული მაკიაჟი, ბანკეტის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც ბანკეტისთვის შეარჩევთ საუკეთესო კაბას, აქსესუარებს და სამკაულებს, ასევე ვარცხნილობას, შემდეგ დიდი ყურადღება დაუთმეთ საბანკეტო მაკიაჟის შერჩევას.
 

საბანკეტო მაკიაჟი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათის, როგორც კაშკაშა და ნათელი, ასევე სადა და მშვიდი. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ სტილზე, მნიშვნელოვანია რომ საბანკეტო კაბასთან და აქსესუარებთან შერჩეული მაკიაჟი, მოდიოდეს თანხვედრაში.

გოგონების ერთი ნაწილი საბანკეტოდ უპირატესობას ანიჭებს მაკიაჟს, სადაც ტუჩებზე და თვალებზეა მეტი აქცენტი, ხოლო სხვები ირჩევენ ნაზ საბანკეტო მაკიაჟს, ნათელი აქცენტების გარეშე.

როგორი მაკიაჟიც არ უნდა შეარჩიოთ ბანკეტისთვის, ის უნდა იყოს ზუსტად და ფაქიზად შესრულებული, იდეალურად შერწყმული თქვენ ჩაცმულობასა და ხასიათთან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მაკიაჟი თქვენი თვალის, თმის და კანის ფერის  გათვალისწინებით. ზუსტად შერჩეულ მაკიაჟს შეუძლია დაფაროს ნებისმიერი ნაკლოვანება და გააკეთოს აქცენტი სახის იმ ნაწილებზე, რომლებიც გსურთ რომ გამოაჩინოთ.

მნიშვნელოვანია მაკიაჟმა არ დაამძიმოს თქვენი საბანკეტო ლუქი, არამედ გახადოს ბუნებრივი და ნატურალური. არ არის საჭირო უამრავი კოსმეტიკის გამოყენება, ამან თქვენს საბანკეტო ლუქზე შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს.
 
ლამაზი მაკიაჟის ძირითადი საიდუმლო, სახის იდეალური ტონია, რომლის მიღწევაც შესაძლებელია სპეციალური კოსმეტიკური საშუალებით - კონსილერი, კორექტორი, ტონალური კრემი, რომლებიც აუცილებლად უნდა მიესადაგებოდეს თქვენი სახის ტონს და კანის ტიპს.

მოდური წარბები საბანკეტო მაკიაჟისთვის უნდა გამოიყურებოდეს მაქსიმალურად ბუნებრივად, იყოს ხშირი და სქელი, ზედმეტი კუთხეების გარეშე. წარბებზე არ ღირს ზედმეტად მუქი ჩრდილის და ფანქრის გამოყენება, 2018 - 2019 წლის საბანკეტო მაკიაჟისთვის ტრენდი ნათელი და ნატურალური წარბებია.



განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ თვალის ჩრდილების პალიტრას, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია, საბანკეტო მაკიაჟში მთავარი აქცენტი თვალებზე კეთდება.

იმისთვის რომ თქვენი საბანკეტო მაკიაჟი იყოს შეუდარებელი, საჭიროა თვალის ჩრდილები შეარჩიოთ თვალის ფერის მიხედვით, ამაში დაგეხმარებათ სტატიაში მოცემული ფოტოები. ამ სეზონის ტრენდი არის ნათელი, კაშკაშა ჩრდილები, ისინი შეარჩიეთ საბანკეტო კაბის ფერის მიხედვით. აქტუალურია მწვანე, ლურჯი, იისფერი და წითელი ჩრდილები.

ნათელი ფერის ჩრდილების გამოყენება საბანკეტო მაკიაჟისთვის საჭიროა ფრთხილად და აქცენტირებულად, თვალების ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმით.
 
თუ თვალებზე არა ნათელი და მშვიდი ჩრდილების გაკეთებას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაში ნათელი ფერებით გამოკვეთეთ ტუჩები, მაგალითად ტრენდული ღვინისფერი, ან კლასიკური წითელი ტუჩსაცხი.

 


ფოტო იდეები, 2018 - 2019 წლის საბანკეტო მაკიაჟისთვის

გთავაზობთ საბანკეტო მაკიაჟის ორიგინალურ იდეებს ყავისფერი, მწვანე და ცისფერ თვალებიანი გოგონებისთვის. დაათვალიერეთ ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი საბანკეტო მაკიაჟის ფოტოები:
 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

40

41

42

43

44

45

46

47

48

49

50

51

52

53

54

55

56

57

58

კვირის ფასდაკლებები