ძვირფასო მომხმარებლებო, გლამორზე შეკვეთების მიწოდება განახლდება 26 აგვისტოდან!

ახალი Instagram - ტრენდი: ომბრე წამწამები

28/04/2018
ინსტაგრამის ბლოგრების მორიგი უცნაური გატაცება - ნათელ ფერებში გაკეთებული წამწამების ომბრეა.
 
ტექნიკა  #mermaidlashes - ის შემდეგ როდესაც წამწამების დაკრობისას ვიზაჟისტი რამდენიმე ფერად წამწამს ამატებს,  Instagram - ში სწრაფად კრეფს პოპულარობას კიდევ ერთი თამამი ტექნიკა - ომბრე წამწამები.


#mermaidlashes

ყველაფერი ძალიან მარტივია, წამწამები დაკრობამდე იხატება ისე რომ მათი ძირები დარჩეს შავი, ხოლო წინა მხარე ცისფერი, მწვანე, იისფერი, ვარდისფერი, რაც მეტად ნათელი ფერები იქნება მით უკეთესი. ზოგიერთი ბლოგერი ამით არ კმაყოფილდება და წარბებსაც წამწამების ფერში იღებავს.

#ombrelashes

ომბრე წამწამები უდავოდ ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ასეთი მაკიაჟი უფრო მეტად ფოტოსესიების და თემატური საღამოებისთვის გამოდგება და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
 

თუ ომბრე წამწამების იდეა მოგეწონათ, მაგრამ ასეთი თამამი ფერებისთვის მზად არ ხართ, გამოიყენეთ მარტივი ხრიკი: წაისვით წამწამებზე ჩვეულებრივი შავი ფერის ტუში, შემდეგ წაისვით ლურჯი, ან მწვანე ტუში წამწამების ბოლოებში. ასეთი ომბრე არ იქნება ზედმეტად ვულგარული, ამასთანავე შემატებს თქვენ მაკიაჟს სიახლეს და ნათელ აქცენტებს.