ძვირფასო მომხმარებლებო, გლამორზე შეკვეთების მიწოდება განახლდება 26 აგვისტოდან!

როგორ წავისვათ ტონალური კრემი სწორად?

02/02/2018

გასულ საუკუნეებში, როდესაც მოდაში თეთრი სახის ფერი იყო, კანისთვის სითეთრის და სიგლუვის მისანიჭებლად, გოგონები ღორის ქონის და და თეთრი თიხის ნაზავს იყენებდნენ. დროთა განმავლობაში "სახიფათო კოსმეტიკა", თანამედროვე ტონალურმა საშუალებებმა შეცვალეს.

როგორ წავისვათ ტონალური კრემი ისე, რომ მაკიაჟი იდეალურად დაჯდეს? პასუხს ამ სტატიიდან გაიგებთ. მაშ ასე, გთავაზობთ ტონალური კრემის წამის ძირითად პრინციპებს:

1. ტონალური წაისვით დღის სინათლეზე. იმ შემთხვევაში თუ ხელოვნურ განათებაზე წაისმევთ, შედეგი აუცილებლად შეამოწმეთ დღის სინათლეზე.

2. დასაწყისში აუცილებლად გაიწმინდეთ სახე ტონიკით და მცირე რაოდენობით დაიტანეთ დღის კრემი. უმჯობესია თუ გამოიყენებთ ტონალურის ბაზას. დაელოდეთ რამდენიმეწუთი, რომ კანმა კრემი კარგად შეიწოვოს. გახსოვდეთ - ტონალური გაცილებით კარგად ისმევა და დიდი ხანი ჩერდება მაშინ, როდესაც მის წასმამდე ვიყენებთ ბაზას.

3. წაისვით წრიული მოძრაობით, სახის ცენტრიდან მისი კიდეებისკენ. არ გააკეთოთ საპირისპირო მოძრაობები, რადგან ამ შემთხვევაში ნაოჭები და ფორები ამოივსება და შესამჩნევიგახდება.

4. კრემი წაისვით ეტაპობრივად, მცირე პორციებით. ამ შემთხვევაში ის თანაბრად გადანაწილდება და სახე მიიღებს ბუნებრივ იერს. გაცილებით მოსახერხებელია, თუ ტონალურსჯერ ფუნჯზე დაიტანთ, ხოლო შემდეგ თითებით მცირე რაოდენობებით გადაინაწილებთ სახეზე.



5. უმჯობესია კრემი წაისვათ რამდენიმე თხელ ფენად, ვიდრე ერთი სქელი ფენა. სქლად წასმული ტონალური გარდა იმისა რომ არაბუნებრივად გამოიყურება, კანს სუნთქვისსაშუალებასაც არ აძლევს. თუ კრემის მსუბუქად წასმა გსურთ, გამოიყენეთ ოდნავ დასველებული სპონჟი. ხოლო თუ შედარებით სქელი ფენის წასმა გადაწყვიტეთ გამოიყენეთმშრალი სპონჟი.

6. ყურადღება მიაქციეთ, რომ ტონალური სახისა და ყელის საზღვარზე თანაბრად იყოს გადანაწილებული, რათა მიიღოთ მაქსიმალურად ბუნებრივი ლუქი. თუ ტონალურის ფერი თქვენი კანის ფერთან ძალიან მიახლოებულია, შეგიძლიათ ყელზე საერთოდ არ წაისვათ.

7. მას შემდეგ რაც დაასრულებთ ტონალურის წასმას, დაასველეთ სპონჟი და სახის კონტურები სველი სპონჟით დაიმუშავეთ. თუ ჯანმრთელი კანი გაქვთ, ტონალურის წასმა მთელსახეზე სულაც არ არის საჭირო. შეგიძლიათ წაისვათ მხოლოდ თვალის გარშემო.

8. ქუთუთოებზე და შუბლზე წასმისას გამოიყენეთ ფუნჯი. დაიტანეთ მცირე რაოდენობით ფუნჯზე და წაისვით შუბლის ცენტრიდან საფეთქლების მიმართულებით.

9. ბოლოს აიღეთ ოდნავ სველი ხელსახოცი და ფრთხილად მიიდეთ სახეზე, ამით მოიცილებთ ზედმეტ კრემს და სახის ტონი იდეალურად თანაბარი გახდება.


ახლა თქვენ უკვე იცით როგორ წაისვათ ტონალური კრემი, იმისთვის რომ თქვენი მაკიაჟი ბუნებრივად და იდეალურად გამოიყურებოდეს.