ძვირფასო მომხმარებლებო, გლამორზე შეკვეთების მიწოდება განახლდება 26 აგვისტოდან!

მაკიაჟის მოდური ტრენდები 2017 წელს

10/07/2017
ნათელი ფერუმარილი, მბზინვარე კანი, გლიტერი და სხვა...
 


ფერუმარილი

ამ ზაფხულს შეგიძლიათ თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტი და წაისვათ ფერუმარილი სხვადასხვა საშუალებებით: მყარი ფენა დისკოს სტილში, ღაწვიდან თვალის გარე კუთხემდე, ან უბრალოდ ლოყებზე. შეარჩიეთ წითელი, ან ვარდისფერი, მთავარია აუცილებლად მოელვარე ტექსტურით.


 

ნათელი ტუჩები 

ტუჩები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის – ატმისფერი, ღია-ნარინჯისფერი, ატმისფერი-ნარინჯისფერში, ნაცრისფერი-იასამნისფერში, ქლიავისფერი, ან წითელი.  ასეთი მაკიაჟი იდეალურად მიდის მსუბუქი ტონალობის კონტურინგთან და ტუშთან.

ტუჩებზე უნდა კეთდებოდეს მთავარი აქცენტი, ისინი უნდა იყოს მკაფიოდ გამოყოფილი და ზედა ტუჩის კონტურს უნდა დაჰკრავდეს მეტალისფერი. ორი ფერი - წითელი და ღია ვარდისფერი, ან მხოლოდ წითელი, რომელსაც თან სდევს ნარინჯისფრად მოელვარე ეფექტი ქვედა ტუჩის შუა ნაწილში.



მბზინვარე სახის კანი

ჯანმრთელი კანის ეფექტი, ამ წელს ისევ ტრენდში რჩება. საგულდაგულოდ დაიტენიანეთ სახის კანი და გამოიყენეთ პუდრი მბზინვარე ეფექტით, ან წაისვით ჰაილაითერი: ოქროსფერი – სახის ზედა ნაწილში, ვერცხლისფერი – თვალის შიგნით ნაწილში, ცხვირის ზურგზე და ზედა ტუჩის ზევით.



ფერი

გამოიყენეთ რაც შეიძლება ბევრი ფერი, და გააკეეთეთ აქცენტი თვალებზე. კარგი იდეაა, თუ თვალის გარშემო წაისვავთ ვარდისფერ ჩრდილებს, შემდეგ დაიხატავთ ქუთუთოს ზედა ნაწილს, ლურჯი ლაინერით.

შეეცადეთ ჩრდილების ერთმანეთში შერწყმას: ზურმუხტისფერი-მწვანე კობალტიფერთან, მწვანე ბალახის ფერი ყვითელთან, ატმისფერი მოწითალო ნარინჯისფერთან.

მაკიაჟის კიდევ ერთი ვარიანტია,  ტუჩების მოხატვა ჩრდილების ფერში, (მაგალითად, წითელი ღვინის ფერში). ასევე შეგიძლიათ წარბების გამოყოფა ყვითლად, ან იასამნიფერად.



თვალის ლაინერი

დაივიწყეთ ჩვეული ლაინერების ფერები, (შავი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, ყავისფერი) წელს საჭიროა გამოვიყენოთ „ბინძური“ ფერები.

ვარიანტები არის უამრავი – წაისვით თხლად და არათანაბრად ზედა წამწამის კონტურზე და სქელი ფენა ქვედა წამწამის ქვევით. გადაანაწილეთ ლაინერი, იგივე პრინციპით როგორც ჩრდილი და გამოგივათ ეფექტური ჰეიზი.



გლიტერი

მბზინვარება ძველებურად მოდაშია, მაგრამ გამოიყენება მეტად ორიგინალური ფორმით, ვიდრე ადრე. გლიტერი წაისვით შუბლზე ან წარბებზე, შეახამეთ არტ-ისრებთან, ასევე შეგიძლიათ დაიტანოთ ტუჩებზე, ან საერთოდ გაურიოთ განსხვავებული ფერი ტუჩსაცხში - მაგ.: ლურჯში, ან იისფერში. იდეალური იქნება, თუ გლიტერს ფრჩხილებზეც გამოიყენებთ.



 

წყარო