უფასო მიტანა თბილისში, შეკვეთიდან მეორე დღეს!

10 მიზეზი, რაც ანგრევს თქვენ სილამაზეს

22/06/2017
​დროა, "მტერს თვალებში შევხედოთ" და გავიგოთ, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ჯანმრთელი კანი გვქონდეს.
 

1. ქლორი

აუზში ცურვა კარგია, მაგრამ ქლორიანი წყალი კანს აშრობს. ცურვამდე და შემდეგ აუცილებლად წაისვით კანზე მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი. საზიანოა ცხელი შხაპიც, ის აშრობს კანს.


2. მაკიაჟის მოშორება

ალბათ შეხსენება არაა საჭირო, რომ ძილის წინ მაკიაჟი უნდა მოიშოროთ. 


3. ყავა

ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს. თუ დღეში რამდენი ჭიქა ყავას სვამთ, 1 ჭიქა წყლით ჩაანაცვლეთ. 
 


4. კვება

გაამდიდრეთ რაციონი ზეითუნის ზეთით, ავოკადოთი, ფორთოხალითა და ნუშით. 


5. წყლის უკმარისობა

რაც უფრო ცოტა წყალს სვამთ, მით ნაცრისფერი და მომჭკნარი კანი გექნებათ. 


6. მობილური

ზედაპირზე ბაქტერიები გროვდება. გაწმინდეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცით. 


7. უძილობა

7-8 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად მოქმედებს თქვენს კანზე. 


8. ქიმიური ნაერთები

კონსერვები და პაკეტის წვნიანები ოჯახური ბულიონებით და მშრალი მწვანილით ჩააანაცვლეთ. კონსერვანტები საზიანოა ჯანმრთელობისთვისაც და კანისთვისაც. 


9. შაქარი

შეამცირეთ შაქრის რაოდენობა, ის ამსხვრევს კოლაგენს და სახეზე ნაოჭების წარმოქმას უწყობს ხელს. 


10. სიარული

მოძრაობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, დილაობით ძაღლი გაასეირნეთ, საღამოს ძილის წინ 20-წუთიანი ფეხით იარეთ. მოძრაობა სასარგებლოა სახის კანისთვის.